მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების განხილვა მიმდინარეობს

თბილისში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების განხილვა მიმდინარეობს

Published on

თბილისში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი  ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებსი ვიტენის ანდრიუკაიტისი,  ევროკავშირის სხვა წარმომადგენლები  და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ჯანდაცვის სამინისტროების მაღალი დონის დელეგაცია.

 შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკური კომპონენტის გარდა, აქცენტი კეთდება ჯანდაცვის საკითხები სექტორული დიალოგის ფორმატში . კერძოდ,  განიხილება ჯანდაცვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლა და იმუნიზაციის გაგრძელება.

დაგეგმილია სამუშაო სადილი, სადაც   განიხილავენ თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და თამბაქოს პროდუქტების უკანონო ვაჭრობის აკრძალვის დამატებით ოქმთან დაკავშირებულ საკითხებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოსულია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვა. 

 ასევე დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან.

ევროკავშირის ინიციატივით მინისტრთა შეხვედრები პარტნიორ ქვეყნებში 2013 წლიდან ტარდება და ითვალისწინებს ზოგად და სექტორულ შეხვედრებს

შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია, თუმცა ღონისძიების ბოლოს შედგება  პრესკონფერენცია და ამასთან განცხადება მედიისათვის გაკეთდა შეხვედრის დაწყების წინაც.   განმარტებები გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, ერთერთი მთავარი თემა იქნება , თუ როგორ სრულდება საქართველოში საერთაშორისო რეგულაციები და ჯანდაცვის მიმართულების სხვადასხვა საკითხები„ შეხვედრის მთავარი ამოცანაა, რომ ის გამოცდილება, რაც აქვთ რეგიონის ქვეყნებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ის გამოწვევები, რაც ყველა ქვეყნისთვის ერთიანია, ერთმანეთს გავუზიაროთ. არსებობს ასეთი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია 2005 წელს, რომლის სახელწოდებაა – ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები, შინაარსობრივად ეს მოიცავს იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებზეც უნდა იმუშაოს ყველა ქვეყანამ,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

 

სიახლეები

რუსული შეტევა ოდესაზე: 13 დაშავებულიდან ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესაზე დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი...

უკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს უკრაინაში სხვადასხვა დროს გმირულად დაცემული დათო ღოღაძისა და ბაჩო ბებიას ცხედრები. ბაჩოს...

ზუგდიდში “ალარნაშ დღა/თანადგომის დღე” გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ სლოგანით ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია და მსვლელობა...

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...