მთავარისიახლეებიკონფლიქტებისართ - ვერთი ( ალხანა და ჩალხანა) ერთმანეთს დამოუკიდებლობას ულოცავენ

სართ – ვერთი ( ალხანა და ჩალხანა) ერთმანეთს დამოუკიდებლობას ულოცავენ

Published on

ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლისთავი ოკუპირებული ცხინვალისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტებმა ერთმანეთს მიულოცეს. 
 
დეფაქტო მთავრობას სირიის პრეზიდენტმაც მიულოცა. ბაშარ ალ ასადის მიმართვა რეჟიმის წარმომადგენლებს რუსეთში სირიის ელჩმა გააცნო.
 
მისალოც წერილში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთმა თავი წარმოაჩინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საკუთარ მტრებთან ბრძოლით და მაგალითი გახდა მათთვის, ვისაც თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სურს.
 
ცხინვალში იმყოფებოდნენ უკრაინელი სეპარატისტებიც.
 
ანატოლი ბიბილოვმა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი და რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ორდენებით დააჯილდოვა.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...