მთავარისიახლეებიმსოფლიო"თალიბებმა" მოლდოვას კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

“თალიბებმა” მოლდოვას კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

Published on

"დოიჩე ველეს" ცნობით, ავღანეთში "თალიბებმა" ხელთ იგდეს მოლდოვას კუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც  გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდა. ექსტრემისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მას და ეკიპაჟი იძულებული გახდა დაზიანებული ვერტმფრენის ავარიული დაშვება განეხორციელებინა. განეხორციელებინა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, პროვინცია ფარიაბში, რომელიც ,,თალიბანის" კონტროლქვეშ იმყოფება. ვერტმფრენის ბორტზევე სროლების დროს დაიღუპა  ბორტზე მყოფი 3 ადამიანი , 18 ადამიანი კი, მათ შორის მოლდოვას 3 მოქალაქე, დატყვევებულია.  მათი მდგომარეობის სსახებ ინფორმაციის მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არ არის გამორიცხული "თალიბებმა" ტყვეები სიკვდილით დასაჯონ. 

 მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ბალანმა განაცხადა, რომ ამჟამად ავღანეთში გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მოლდოვის კერძო კომპანიების 7 ვერტმფრენი მონაწილეობს და ჩართულია ტვირთების გადაზიდვაში, ლტოლვილებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გადაყვანაში. 

 

სიახლეები

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...