მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის ინტერესებზე წინ თავისი ოჯახისა და პირადი ბიზნესინტერესები...

ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის ინტერესებზე წინ თავისი ოჯახისა და პირადი ბიზნესინტერესები დააყენა

Published on

 
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია არ ესწრებოდა.   მის ნაცვლად ანგელა მერკელს, მისი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდა.
ქობულიას შეხვედრაზე არყოფნის მიზეზად   ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით  ის არის, რომ მინისტრი შვებულებაშია.
 
ეს მით უფრო გასაკვირია ( ყველასთვის, ხელისუფლების გარდა), რომ მერკელის ვიზიტის ერთერთი მთავარი კომპონენტი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო, კერძოდ, გაიმართა შეხვედრა გერმანიის ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის, სადაც ერთერთი ძირითადი საკითხი იყო  ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და ბიზნეს სექტორის მხრიდან 40 მილიონი გრანტის გამოყოფა. 
 
 
ეკონომიკის მინისტრის შვებულებაში ყოფნაზე ინფორმაცია 20 ივლისსაც გავრცელდა. მაშინ სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლმა, გიორგი კალანდაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია მოსკოვში გაემგზავრა, რათა თბილისში ოჯახი ჩამოიყვანოს და ასევე ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მაღალ თანამდებობას იკავებდა, პროექტები სხვას გადააბაროს.
 
როგორ მოხდა, რომ ეკონომიკის მინისტრმა არად ჩააგდო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ეს  უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და ამაზე წინ თავისი ოჯახისა და პირადი ბიზნესინტერესები დააყენა?
 
 

,, წარმოვიდგინე იგივე ვითარება წინა ხელისუფლების დროს. – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ეკა ხერხეულიძე- ანუ,როგორ ეუბნება ეკონომიკის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს,რომ დაგეგმილი შვებულებით უნდა ისარგებლოს და ამ მიზეზით შეხვედრას ვერ დაესწრება..
 
წარმოდგენით კი წარმოვიდგინე,მაგრამ პოლიტკორექტულობის გამო ,ამას ვერ დავწერ 🙂
 
შვებულება 🙂
 
სიღარიბის ზღვარზე მყოფი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი,უზარმაზარი შანსის დროს,შვებულებაში იმყოფება!'' ეკა ხერხეულიძეს სოციალურ ქსელში აღშფოთებული მოქალაეები ეხმაურებიან :
 
,,ამიტომაც დადგა ქვეყანა ფეხზე!''
 
,, 1 თვის წინ დანიშნული შვებულებაში! ''
 
დაუჯერებელი არგუმენტი – შვებულება, რადგან ასეთი ვიზიტები , ბევრი თვეებით ადრე იგეგმება. ეს ხომ სპონტანურად არ ხდება ?! აქ რაღაც ამბავია , სხვა! გაირკვევა აუცილებლად. " რუსთავი 2" გვყავდეს კარგად.,
 
,,მაგარია – წარმოვიდგინე, როგორ გაბედავდა გაუბედავდა თქმას, სავარაუდოდ შვებულებიდან სამსახურში ვეღარც დაბრუნდებოდა )))- წერენ ინტერნეტმომხმარებლები
 
 
 
 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...