მთავარისიახლეებიპოლიტიკალალი ანთია: "დავიწყებ შიმშილობას, თუ ვერ ვიპოვე სიმართლე"

ლალი ანთია: “დავიწყებ შიმშილობას, თუ ვერ ვიპოვე სიმართლე” [Video]

Published on

ა. ო „ქალები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ლალი ანთია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატს ედიშერ თოლორაიას მიმართავს და აცხადებს, რომ ე. წ. მილების საქმის შესახებ პროკურატურას დაუყოვნებლივ აცნობოს ყველა ის ფაქტი, რამ მან ამის შესახებ იცის. ანთია ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი წერილისა, მან ვერ მოახერხა თოლორაიასთან შეხვედრა. ლალი ანთია ამბობს, რომ შიმშილობის დაწყებას აპირებს.კითხვაზე, თუ რატომ ფიგურირებდა ლალი ანთიას სახელი მილების გახმაურებულ საქმეში, მან აღნიშნა, რომ ლევან შონია, რომელიც მაშინ პოლიციის უფროსი იყო და ედიშერ თოლორაია, რომელიც გამგებლად მუშაობდა, მის ორგანიზაციას იყენებდნენ და რიცხავდნენ თანხას, რომელიც როგორც ანთია ამბობს, გვიან გაიგო, რომ მილების თანხა იყო.ლალი ანთიამ დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ის მთავარ დამნაშავედ მილების საქმეში მმართველი გუნდის დეპუტატს ედიშერ თოლორაიას ადანაშაულებს და მისგგან ფაქტის აღიარებას ითხოვს.  2013 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მილების ქურდობის საქმეზე  ედებოდა ბრალი. მის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით იყო აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
 
 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...