მთავარისიახლეებისპორტინონა გაფრინდაშვილი ისევ ჩემპიონია

ნონა გაფრინდაშვილი ისევ ჩემპიონია

Published on

ნონა გაფრინდაშვილი 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამ გამარჯვების მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ ჩემპიონი უკვე 74 წლისაა.

 ეს მორიგი გამარჯვება  ტიტულოვანმა მოჭადრაკემ იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა 

ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნოემბერს დასრულდა. პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხ–ოთხი – რუსეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბოლო ტურში, ნონა გაფრინდაშვილი  ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა,  პარტია ფრედ დასრულდა, თუმცა ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ იგი  ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.

ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972).
მეხუთედ ჩემპიონი 1975 წელს გახდა, როცა ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია დაამარცხა (8,5:3,5). მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან 
1978 წელს დათმო  (6,5:8,5).ასევე ქართველ მოჭადრაკესთან მაია ჩიბურდანიძესთან. 

საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.

ნონა გაფრინდაშვილი ასევე არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...