მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის ,,ვიცე-პრეზიდენტი'', რომელსაც კვირას რესტორანში თავში ჭიქა ჩაარტყეს, თანამდებობიდან გადადგა

აფხაზეთის ,,ვიცე-პრეზიდენტი”, რომელსაც კვირას რესტორანში თავში ჭიქა ჩაარტყეს, თანამდებობიდან გადადგა

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია თანამდებობიდან გადადგა.
 
ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
გადადგომის მიზეზად მან გასულ კვირას მისი მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი დაასახელა. იგი აღშფოთებულია იმის გამო, რომ თავდამსხმელი აქამდე არ დასჯილა 
 
„ბევრ თქვენგანს სმენია ინციდენტზე, ჩხუბზე ჩემი მონაწილეობით. საჭიროდ მივიჩნევ ამაზე ვისაუბრო. რესტორანში ერთერთ ჯგუფთან მქონდა მოლაპარაკება, რომელიც შელაპარაკებაში გადაიზარდა. ერთ-ერთი მამაკაცი ადგა და ზურგიდან თავში ჭიქა ჩამარტყა.პრობლემა ის არის, რომ ე სუსტი აღმოვჩნდი , რადგან   ადამიანი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და ცხოვრობს კანონის თანახმად აპრიორი სუსტია  განუკითხაობის სისტემაში , როცა მმართველობის სათავეში ქუჩა დგას. მთლიანობაში მტელი სამართალდამცავი სისტემა ჩვენში კრახის მდგომარეობაშია. როცა დამნაშავეებს არ სჯიან  და სჯიან უდანაშაულოებს, სახელმწიფო კვდება. იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე, რათა ჩემი ღირსება დავიცვა. სამწუხაროდ საკუთარი უფლებისა და ღირსების დაცვა ისეთი მაღალი თანამდებობის პირსაც კი არ შეუძლია, რომელიც მე მეკავა აქამდე. ისღა დამრჩენია ვიმოქმედო მამაპაპურად – აფხაზურად, ამისთვის კი  აუცილებელია თანამდებობიდან გადავდგე. ჩემი გადადგომა არ ეხება პოლიტიკურ რეალიებს“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. 
 
ვიტალი გაბნია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...