მთავარისიახლეებიპოლიტიკაოფიციალურ ვახშამზე ანგელა მერკელთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიწვეული არ არის

ოფიციალურ ვახშამზე ანგელა მერკელთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიწვეული არ არის

Published on

ანგელა მერკელი საქართველოში ხვალ 16:00 საათზე ჩამოვა. გერმანიის კანცლერი საქართველოდან მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი კავკასიურ ტურნეს იწყებს.ანგელა მერკელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერს, მოგვიანებით კი პრეზიდენტს შეხვდება. დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის წევრები მისთვის ოფიციალურ ვახშამს გამართავენ. ანგელა მერკელი და გერმანელი სტუმრები მთაწმინდაზე მატარებლით ავლენ.
სტუმრების სია ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ოფიციალურ ვახშამზე ანგელა მერკელთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიწვეული არ არის.
მერკელის საქართველოში ვიზიტის განრიგი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მონახულებასაც მოიცავს, თუმცა მედიისთვის კონკრეტული მარშრუტი გასაიდუმლოებულია.
ოკუპაციის საზღვართან მისვლამდე კი ანგელა მერკელი ვიზიტის მეორე დღეს ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყებს. ხელისუფლების ოპონენტი ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან უფრო აქტიური მუშაობა იყო საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე განხილული ყოფილიყო.თბილისში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. გერმანიაში საქართველოს წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ პუტინი-მერკელის თითქმის, სამსაათიანი დახურული მოლაპარაკებების დეტალები თბილისში გახდება ცნობილი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...