მთავარისიახლეებიპოლიტიკაგენერალური პროკურატურა თავისი კორუმპირებულობის გადაფარვას თაღლითი მოქალაქის დაკავებით ცდილობს

გენერალური პროკურატურა თავისი კორუმპირებულობის გადაფარვას თაღლითი მოქალაქის დაკავებით ცდილობს

Published on

საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე პ.ა. დააკავა. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 
 
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, მოქალაქე პ.ა.-მ, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაარწმუნა, თითქოს, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დაჰპირდა, რომ 13 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. 
 
"დაზარალებულები პ.ა.-ს მოთხოვნას დათანხმდნენ და თანხა სრულად გადაუხადეს. გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებული პირი აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა," – ნათქვამია განცხადებაში. 
 
საქმეზე გრძელდება გამოძიება სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 
დაკავებულს ბრალდება წარედგინება კანონით დადგენილ ვადებში და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით.
 
"აქვე მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას," – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
 
გენერალური პროკურატურა შიდაკორუფციის გადაფარვას თარლითი მოქალაქის დაკავებით ცდილობს 

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...