მთავარისიახლეებისაზოგადოება9 ადამიანი დაშავდა ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად

9 ადამიანი დაშავდა ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად

Published on

ბათუმში,  აეროპორტის გზატკეცილზე მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა.
 
როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებულები ქალაქის სამ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული,, ხოლო 8 დაშავებულს დაჟეჟილობა და მოტეხილობები აღენიშნება.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

სიახლეები

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...