მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდი იმ ექვს მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას...

ზუგდიდი იმ ექვს მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის შემთხვევები გამოიკვეთა

Published on

ვინ არიან საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული დროებითი წევრები – 73-ვე პირის შესახებ ინფორმაცია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეისწავლა.
 
არასმთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის შემთხვევები.
 
ასეთი ფაქტები ჭიათურის, რუსთავის, მარტვილის, ზუგდიდის და წყალტუბოს კომისიებში გამოვლინდა. ექვს შემთხვევაში კი არჩეულ პირებს სუს-ისა და საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახური, ნათესაური ან მეგობრული კავშირები აქვთ.
 
„გამოიკვეთა ის შემთხვევები, რაზეც პოლიტიკური ძალა საუბრობდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ ნათესაური კავშირი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირთან კავშირი და პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ წლებია ამ მიმართულებით ვსაუბრობთ და შესაბამისი ძირეული რეფორმის გატარების აუცილებლობა არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით,“-აცხადებს საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილш

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...