მთავარისიახლეებიმსოფლიოხალიფატის სახელით სამშობლოს ქართველი ბიჭები ემუქრებიან. მშობლები თვლიან, რომ ისინი...

ხალიფატის სახელით სამშობლოს ქართველი ბიჭები ემუქრებიან. მშობლები თვლიან, რომ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან

Published on

ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები იდენტიფიცირებულნი არიან. 

ინტეპრესნიუსის ცნობით, ერთ-ერთი მონაწილის ბადრი ირემაძის დედის განცხადებით, მისი შვილი საქართველოდან აგვისტოს ბოლოს წავიდა და  წასვლისას უთხრა, რომ თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიოდა, რათა ვალები გადაეხადა. მშობელმა მალევე გაიგო ერთერთი სირიაში წასული მერძოლის ოჯახის მეშვეობით, რომ იგი სინამდვილეში სირიაში წასულა. ბადრი ირემაძე 32 წლისაა, ორი წლის წინ დაოჯახდა, ორი თვის წინ კი შვილი შეეძინა, თუმცა ცოლთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა. 

 გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოს კიდევ ერთი  მონაწილის მამუკა ანთიძის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი საზღვრის გადაკვეტამდე ქართული სპეცსამსახურების მიერ აღრიცხვაზე იყო აყვანილი ვიდეოს კიდევ ერთ მონაწილესთან ხვიჩა გობაძესთან და სხვებთან კავშირის გამო. თამაზ ანთიძის თქმით, საზღვრის გადაკვეთაში ის თავად დაეხმარა შვილს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ იგი  სამუშაოდ მიდიოდა თურქეთში და არა სირიაში საბრძოლველად. 

თამაზ ანთიძე შვილის სირიაში წასვლაში თავის დისშვილს, მირიან ბერიძეს, სოფელ ზოტის იმამს ჯემალ ართმელაძეს და ხვიჩა გობაძეს ადანაშაულებს და თვლის, რომ იგი ტრეფიკინგის მსხვერპლია. 

მამუკა ანთიძე 23 წლისაა, წასვლამდე  ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში  მუშაობდა აიტი სპეციალისტად, დამთავრებული აქვს ბათუმის უნივერსიტეტის  კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი, სსაშუალო განათლება კი  გურიის სოფელ ნასაკირალში აქვს მიღებული, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. დაოჯახებულია.

 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...