მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსის ავარიისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსის ავარიისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

Published on

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი. ავარია დილის 4 საათზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთოს შეეჯახა.
 
ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა. 2 ბავშვი გადაყვანილია ქალაქ ნევინომისკის საავადმყოფოში, 8 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი – ქალაქ პიატიგორსკის საავადმყოფოში.
 
რუსული მედიის ცნობით, დაღუპულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა. ავტოსადგურ „კრასნოდარ-1“-ის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული ქართული კომპანია „მიმინოტრანსის“ ხელმძღვანელია.
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...