მთავარისიახლეებიმსოფლიოჯონ ქერი ,,ისლამური სახელმწიფოს'' ლიკვიდაციის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს

ჯონ ქერი ,,ისლამური სახელმწიფოს” ლიკვიდაციის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს

Published on

"ასოშიეითიდ პრესის" ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ აბუ დაბიში ვიზიტის დროს ისაუბრა ,,ისლამური სახელმწიფოს'' წინააღმდეგ ბრძოლაზე   და აღნიშნა, რომ  უნდა დაჩქარდეს ტერორისტული დაჯგუფების განადგურების პროცესი  და აშშ   ეძებს ამ ამოცანის უსწრაფესად გადაჭრის ახალ სამხედრო, კონტრტერორისტულ და დიპლომატიურ გზებს  ამის შესახებ იუწყება.

" მთავარი საკითხია "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება სირიასა და ერაყში. ვისურვებდი, რომ ჩვენი ოპერაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს. პრეზიდენტს სურს, რომ ოპერაცია დაჩქარდეს", – აღნიშნა მან.

ჯონ ქერის  თქმით, ბარაქ ობამა მთავრობასთან ერთად მუშაობს ახალ კონცეფციაზე რომლის შემუშავება ამერიკის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტებამდე დაიწყო, თუმცა, სახელმწიფო მდივანს  არ დაუკონკრეტებია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის რა სტრატეგია მუშავდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ აშშ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, არ აპირებს მიწისზედა ოპერაციების განხორციელებას სირიაში. ის შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ გარკვეულ პირობებში.

პარალელურად, თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ ერნესტმა გააკეთა განცხადება, რომ ვაშინგტონი მზად არის დახმარება გაუწიოს ბელგიის პოლიციას სალაჰ აბდესლამის პოვნაში. 

ტერორიზმის საფრთხეების ზრდის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს და ურჩევს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ იმ ქვეყნებში მოგზაურობის დროს, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ტერორისტების სამიზნედ იქცნენ. მათ ჩამონათვალშია რუსეთი, ეგვიპტე, თურქეთი, საფრანგეთი და მალი. რეკომენდაცია ძალაში მომავალი წლის 24 თებერვლამდე დარჩება. 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...