მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკო „ქართული ოცნების“ დავალებით არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

ცესკო „ქართული ოცნების“ დავალებით არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

Published on

 
 ცესკო  „ქართული ოცნების“ დავალებით არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე  დიპლომატებთან.
„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს ნეპოტიზმის ნიშნების გამოკვეთაზე საუბრობს და მაგალითად მოჰყავს თელავის საოლქო საარჩევნო კომისია, სადაც მისი თქმით, კომისიის წევრად ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მაზლის ცოლი დანიშნა.
 ჩვენ ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას" და თამარ ჟვანიას, ხელი აიღონ ამ გაყალბების მექანიზმის ჩამოყალიბებაზე. პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების დრო მოდის და არ შეიძლება დავუშვათ, რომ პროფესიულ ნაწილში ასე ცოლები დანიშნონ,“ -აცხადებს იგი – 
რამდენიმე კონკრეტული თხოვნა გვქონდა, რომ უნდა შევქნათ საერთო მექანიზმი, რითაც, უნდა დავუირისპირდეთ  ცესკოს მცდელობას  „ქართული ოცნების“ დავალებით გააყალბოს არჩევნები''. 
 
ბიძინა ივანიშვილის მზაობაზე, რომ არჩევნები გაყალბდეს თამარ ჟვანიას გამოყენების გზით, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა საუბრობს. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური ნიშნით ფორმირდება.
 
„ეს ინფორმაცია მივაწოდეთ დღეს დიპლომატებს, ის, რომ ცესკო საოლქო კომისიებში ნიშნავს ნათესავებს, სუს-ის უფროსების ცოლებს და ა.შ. ამ ნიშნით ირჩევიან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები და სავარაუდოდ, იმავეს აპირებენ საუბნო კომისიის დონეზე,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
 
ელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდეს სხვა, ასევე მეტად მნიშვნელვანი ინფორმაციაც. ოპოზიციის წევრები გეგმავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ დარღვევებზე დიპლომატების გარდა, ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიაწოდონ..
 
 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...