მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Published on

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, მთავრობის ყოფილი მეთაურის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს გართულდა, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებმა გამოკვლევების ჩასატარებლად მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
 
მიუხედავად ამისა, საავადმყოფოში არ ადასტურებენ, რომ მათთან დღეს სამკურნალოდ რომელიმე პატიმარი მიიყვანეს. 
 
ადვოკატების თქმით, საუბარია სასუნთქი გზების დაავადებაზე. მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები ვანო მერაბიშვილს უკვე დიდი ხანია, აღენიშნება.
 
ოჯახის ახლობლების განმარტებით, დაახლოებით, 10 დღის წინაც მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა და ექიმებს სურდათ დამატებითი კვლევების ჩატარება, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ციხის გარეთ კლინიკაში არ გადაიყვანეს.
 
მათივე თქმით, დღეს ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ მერაბიშვილი ბადრაგმა დაუყოვნებლად გადაიყვანა საავადმყოფოში.
 
"კურიერის" ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში უკვე დააბრუნეს. მას ადვოკატები ხვალ მოინახულებენ. 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...