მთავარისიახლეებისაზოგადოებახალიფატი მუქარას გვითვლის

ხალიფატი მუქარას გვითვლის

Published on

ISIS-ის ქართულენოვანი ტერორისტები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც აჭარელ მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ "ქაფირებს" – (الكافر‎‎ – ურწმუნო) ქრისტიანებს ემუქრებიან, ხოლო  ვდა საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ ე.წ ხალიფატს შეუერთდნენ. "გზავნილი ქართველ ხალხს" – ამ სახელწოდებით ვიდეო, ხალიფატის ქართულ ვებგვერდზე განთავსდა. 

მებრძოლები ქართველ მუსლიმთა ხოჯებსა და მუფთებს ურწმუნოების მონებად მოიხსენიებენ, ასევე ისლამის მდევნელებს თავის მოჭრით ემუქრებიან.

"ასევე მინდა მივმართო საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც ებრძვიან დიდი ხნის მანძილზე ისლამს, დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ. ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში, აუცილებლად თქვენი ყველა ნამოქმედარი უფრო შემაწუხებელი იქნება შემდგომში თქვენთვის. ყველა თქვენი ნამოქმედარისთვის განისჯებით, ღმერთის კანონით, ისე კი არა თქვენ რომ სჯით, ღმერთის კანონით…

შეგახსენებთ, რომ გონს მოეგოთ და შეეშვათ მუსლიმანების დევნას, აუცილებლად თქვენი ყველა ნამოქმედარისთვის პასუხს აგებთ, ყველა თქვენი მოქმედება რომელსაც ისლამის წინააღმდეგ გამოიყენებთ პასუხგაუცემელი არ დარჩება, ყველა ადამიანი აგებს პასუხს, დადგება სულ მალე ღმერთის წყალობით თქვენი თავების დაჭრის დროც, თქვენ თვლით რომ ძალიან შორს ვართ საქართველოდან და ხალიფატი საქართველოში ვერ მოაღწევს, თუმცა მინდა შეგახსენოთ ის პერიოდი, როდესაც იყო საქართველოში ხალიფატი, იმ დროის ქართველები გაცილებით ვაჟკაცი ხალხი იყვნენ, ვიდრე დღეს საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, რომელიც დღეს მართავს სახელმწიფოს და ებრძვის ისლამს და მუსლიმანებს, ძალიან მალე მოვალთ, ძალიან მალე, რომელიც თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება, ღმერთის კანონით განგსჯით და დაგსჯით!" – ნათქვამია ვიდეორგოლში.

აღსანიშნავია, რომ ISIS პროპაგანდისტულ ვიდეორგოლსა და ტერორისტულ ჯგუფთან შეერთების მოწოდებებს დაუბრკოლებლად ავრცელებს იმავე საიტზე, რომელთან დაკავშირებითაც სუს-ის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით გამოძიება დაიწყო.

სიახლეები

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...

ოპოზიციაში და პროტესტში ურთიერთგაშავების კამპანიის დამთხვევა შემთხვევითი არ არის – გვარამია

კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირების და პროტესტში დაპირისპირების დამთხვევა შემთხვევითი...

1-ელ მაისამდე შენარჩუნდება გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი...

ყაჩაღობა მარტვილში – წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

ყაჩაღობა მარტვილში - ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა...