მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილს იმედი აქვს ,რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული...

ივანიშვილს იმედი აქვს ,რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას- სააკაშვილი [Video]

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მიაღწევს.სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ ტირაჟირებს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომის დაწყების თაობაზე.
„ეს ქალი დაასახელა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ის აწყობს მოსკოვს, მას შემდეგ, რაც მან არ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა და უღალატა თავის ისტორიულ სამშობლოს. ამავე დროს, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ ვერ გადის ივანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე წელიწადზე მეტია? ამის მიზეზი ისაა, რომ მას დააკავებენ საფრანგეთის მოსამართლის მითითებით. ამიტომ ის იმალება საქართველოში, რომელსაც სწრაფად აქცევს დანაშაულებრივი სინდიკატის სამალავად. ოქტომბერში ჩვენ ამას დავუსვამთ წერტილს. ის ვეღარც საქართველოში დაიმალება და ვეღარ ამოეფარება ხეებს“, – წერს სააკაშვილი.
 

სიახლეები

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...