მთავარიUncategorizedგინდა ომის დასრულება? - დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე-ზელენსკი პუტინს

გინდა ომის დასრულება? – დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე-ზელენსკი პუტინს

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულებისთვის საჭიროა როგორც დიპლომატიური ძალისხმევა, ისე პარტნიორების ერთიანობა და ზეწოლა. ზელენსკიმ ამის შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა ომის დასრულების გზები, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება განიხილეს.

„როგორ დავასრულოთ ომი – ესაა პრიორიტეტი. ჩვენ მზად ვართ. არ ვიცი, რუსეთი არის თუ არა მზად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა ენერგეტიკულ ობიექტებზე ორმხრივი დარტყმების შეწყვეტისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიც შეწყვეტს უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ისგან მოსკოვზე გავლენის მოხდენას ელოდება და კვლავ მზად არის ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრისთვის.

„გინდა ომის დასრულება? დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, ტრამპთან განიხილეს უკრაინის ზამთრის საჭიროებებიც, მათ შორის Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტებით მომარაგება და მათი უკრაინაში წარმოების შესაძლებლობა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის გუნდები Patriot-ის რაკეტა-გადამჭრელების უკრაინაში წარმოების დაწყებაზე მუშაობას აგრძელებენ.

შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკიმ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ომის ზამთრამდე დასრულების იმედი გამოთქვა. ტრამპმა კი უკრაინელები „ძალიან კარგ მებრძოლებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინის დარტყმები რუსეთის საწვავის ინფრასტრუქტურაზე რუსეთისთვის „ძალიან სერიოზული დარტყმაა“.

„ამ ომის დასრულების იმედი მაქვს და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება. მიმაჩნია, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავაკეთოთ – უმჯობესია, ზამთრის დადგომამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს შესაძლო დეესკალაციის ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა დიპლომატიური პროცესისთვის გზა გახსნას.

სიახლეები

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული სამხედრო გამარჯვებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ცეცხლის...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...