მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი - უეფას განმარტება

რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი – უეფას განმარტება

Published on

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 26 ნოემბერს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უეფა განმარტავს, რომ თამაშის დროებით შეჩერება ტრიბუნებზე ვითარების უკიდურესმა გამწვავებამ გამოიწვია, რასაც წინ ადგილობრივი პოლიციის სექტორში შესვლა უძღოდა.

ორგანიზაციის ცნობით, სამართალდამცველები ტრიბუნაზე თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის დაწყებული დაპირისპირების შესაჩერებლად შევიდნენ, თუმცა ამის შემდეგ სიტუაცია პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდა. უეფა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიასაც ეხმიანება და აზუსტებს, რომ ესკალაცია სწორედ ამ ნაბიჯს მოჰყვა:

„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა თავად კლუბის გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები შეეჩერებინა. ვითარების გამწვავებამ მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია“.

ამასთან, უეფა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბათუმში გამართული შეხვედრის ორგანიზატორი თავად არ ყოფილა და სტადიონზე უსაფრთხოების ზომებზე პასუხისმგებლობას იხსნის:

„სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, — ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ამოღებულია „მეთადონი“ და 149 შეკვრა „მარიხუანა“ – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

ქურთულმუში ბათუმის მატჩზე: „ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“

თურქეთის პარლამენტის სპიკერმა, ნუმან ქურთულმუშმა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის შეხვედრისას თურქ გულშემატკივრებთან დაკავშირებული...

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...

ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...