მთავარისიახლეები"ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული" - ზარქუა

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

Published on

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე საუბრისას ზარქუამ აქცენტი ევროპის “ეკონომიკურ პრობლემებზე” გადაიტანა, ევროკავშირის ავტორიტეტის დაკნინებაზე ისაუბრა და ევროპელ ლიდერებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა.

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული მსოფლიოს მხრიდან. […] უმუშევრობა იზრდება, ინფლაცია მაღალია, დახურეს მთელი ქარხნები, ცნობილი ისინი და ა.შ.
არგუმენტი არ აქვთ [ივანიშვილის საქნცირებისთვის] […]
ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ბუნებრივია, როდესაც ევროკავშირის ავტორიტეტი ასე არის დაკნინებული. ვწუხვართ ამისთვის. სამარცხვინო მდგომარეობაშია, რატომ იცი? – რაისა კომუნისტკას და თავქარიანი კალასის ამარა დარჩა ამხელა ინსტიტუცია და ამიტომაც არის, რომ სამარცხვინო როლშია მსოფლიოში, – ამბობს ზარქუა. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები პაატა ბურჭულაძის საქმეს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. პროექტებში მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ ფინანსური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესება. ევროპარლამენტში დებატები დღეს, 25 ნოემბერს გაიმართება, კენჭისყრა კი 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...