მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოლების ,,გაწვევა'' კომისიაში - ცესკო საარჩევნო კომისიას ,,ქათული ოცნების'' ახლობლებით აკომპლექტებს

ცოლების ,,გაწვევა” კომისიაში – ცესკო საარჩევნო კომისიას ,,ქათული ოცნების” ახლობლებით აკომპლექტებს

Published on

ოპოზიცია ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმებს აპროტესტებს.  მათი მტკიცებით, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიას არა კვალიფიკაციის, არამედ „ქართული ოცნების“ და სუს-ის წარმომადგენელთა ახლობლებით აკომპლექტებს და ასე ემზადებაა არჩევნების გაყალბებისთვის. 
 
„ახალი საქართველოს” თავმჯდომარის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში ფაქტობრივად, საარჩევნო შტაბებს „ქართული ოცნება“ და ძალოვანი უწყებები გააკონტროლებენ.
 
„გამოვავლინეთ უპრეცენდენტო პროცესი, როცა პირდაპირ ცოლები, მეუღლეები ინიშნება სუს-ის, ცესკო-ს და ქართული ოცნების შტაბიდან. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, გაყალბების მანქანის შექმნის მცდელობა ცესკო-ს მხრიდან, რასაც ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ,’ – განაცხადა „ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.
 
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხარვეზებზე  დღეს სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე ისაუბრებენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.
 
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, შეხვედრაზე იმ მტკიცებულებებს გაეცნობიან, რაც ოპოზიციას აქვს.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ნეიტრალური ადამიანებით კომპლექტდებოდეს. „საია“ შეისწავლის ფაქტს და შესაბამისად, ჩვენს მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, საზოგადოებას წარმოვუდგენთ,“ – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...