მთავარისიახლეებიოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

Published on

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას შეეხებოდა, გააკრიტიკა და ევროკავშირი “რეალური ვითარების დამახინჯებულ აღქმაში” დაადანაშაულა.

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებულია რუსეთის ფედერაციისა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ. ეს არის ფაქტი, რომლის უგულებელყოფაც საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ არ შეუძლია. სირიის არაბული რესპუბლიკის მხრიდან ჩვენი აღიარება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაში გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისკენ სწრაფვას ასახავს”. – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების პირობებთან ოკუპირებული ცხინვალის არაღიარების საკითხის დაკავშირება მიუღებელია. მათ ასევე კალასის მხრიდან ცხინვალის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მოხსენიებაც გააკრიტიკეს.

“სამხრეთ ოსეთი კვლავაც განაგრძობს საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და გაფართოებას, მათ შორის, სირიასთან, ამ პროცესისადმი საქართველოს მხრიდან გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად”. – ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებამ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა, უფრო “გაწონასწორებული და ობიექტური მიდგომა გამოიჩინოს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შეფასებისას” და “უარი თქვას პოლიტიკური შანტაჟისა და სხვა ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების გადახედვის მცდელობებზე”.

ცნობისთვის, 16 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მინისტრებმა მხარი დაუჭირეს 2008 წელს შეთანხმებული ევროკავშირ-სირიის ასოცირების შეთანხმების პროცესის წინ წაწევას.

კალასის განმარტებით, ვინაიდან 2008 წლის დოკუმენტში ცვლილებების შეტანა მეტისმეტად დიდ დროს წაიღებდა, ევროკავშირი ხელს მოაწერს თავდაპირველ ტექსტს და პარალელურად საბჭოსგან მოითხოვს ახალ მანდატს მოდერნიზებული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, წევრ სახელმწიფოებს სურთ, მომავალ შეთანხმებაში გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პირობითობა და სირიის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც სირიამ ასადის მთავრობის პირობებში აღიარა.

სიახლეები

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 315 ადამიანი ემსხვერპლა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა...

დაკავება თაღლითობის ბრალდებით – კომპანიის მფლობელს, რომელმაც მოქალაქეს 24 ათასი ლარი მოტყუებით გამოსძალა, 9 წლამდე ციხე ემუქრება

თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით,...