მთავარისიახლეებიკანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

Published on

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

განცხადების მიხედვით, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა დეივიდ ჯ. მაკგინტიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) 37-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უწყვეტი კოორდინაციის მნიშვნელობას სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად ხაზი გაუსვა. მინისტრის თქმით, უკრაინის თავდაცვის მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კანადა მას გადასცემს:

“დამატებით 45 მილიონ დოლარს ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივისთვის, რითაც ამ მიმართულებით კანადის მთლიანი ვალდებულება 500 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს პრიორიტეტული გაზრდილი მანძილის საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის კრიტიკული აღჭურვილობის მიწოდებას, მათ შორის, AIM-7, R-73 და R-27 ტიპის რაკეტების ჩათვლით, რათა უკრაინამ შეძლოს დასახლებული პუნქტების, პირადი შემადგენლობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან.

ასევე კანადის შეიარაღებული ძალების ჭარბი მარაგებიდან 1.6 მილიონამდე 20-მილიმეტრიანი კალიბრის საბრძოლო მასალას, რათა უკრაინას დაეხმაროს ერთჯერადი დამრტყმელი დრონების, მათ შორის შაჰედის ტიპის სისტემების მოგერიებაში და კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ფრონტის წინა ხაზის პოზიციების დაცვაში.

80 მილიონ დოლარს კანადური კომპანია WESCAM-ის მიერ წარმოებული მოწინავე MX-15D სენსორული სისტემებისთვის. ეს სისტემები ხელს შეუწყობს აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო თავდაცვის ინიციატივებს და გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას, დაიცვას თავი სარაკეტო და დრონების თავდასხმებისგან.

30 მილიონი დოლარის ღირებულების ზამთრის ტანსაცმელსა და ეკიპირებას, მათ შორის წვიმგამძლე ფეხსაცმელს, ზამთრის ქურთუკებს, თერმოტანსაცმელს, საძილე ტომრებსა და ბივუაკის გადასაფარებლებს, რათა დაიცვას უკრაინელი სამხედროები ცივ და ნესტიან პირობებში და ხელი შეუწყოს ოპერატიული ეფექტიანობის შენარჩუნებას და დაახლოებით 250,000 ინდივიდუალურ ულუფას იმ უკრაინელი სამხედროების უზრუნველსაყოფად, რომლებიც მოქმედებენ იმ ლოკაციებზე, სადაც რეგულარული კვებითი მომსახურება შესაძლოა ხელმიუწვდომელი იყოს”. – ნათქვამია განცხადებაში.

მაკგინტრის თქმით, კანადა უკრაინას დაეხმარება მანამ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

“უკრაინა აგრძელებს თავისი ხალხის, ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან. კანადის მხარდაჭერა კვლავაც უნდა პასუხობდეს ადგილზე მყოფი უკრაინული ძალების საჭიროებებს. საჰაერო თავდაცვის გაძლიერებიდან დაწყებული, კრიტიკული საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიწოდებით დამთავრებული, ეს შენატანები უკრაინას დაეხმარება საკუთარი მოსახლეობის დაცვასა და თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაში. კანადა უკრაინის გვერდით დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”. – აღნიშნა კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა.

2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, კანადამ თითქმის 25.5 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთო დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის 8.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულება იკისრა

სიახლეები

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 315 ადამიანი ემსხვერპლა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა...

დაკავება თაღლითობის ბრალდებით – კომპანიის მფლობელს, რომელმაც მოქალაქეს 24 ათასი ლარი მოტყუებით გამოსძალა, 9 წლამდე ციხე ემუქრება

თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით,...

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას ამის...