მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა გაგრძელდა,...

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა გაგრძელდა, ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარი გახდება.[Video]

Published on

10 წლის წინ ამხელა არმია დაგვესხა თავს და ვალუტის კურსი 1,64 იყო, თუ ივანიშვილი საქართველოში გაგრძელდა, გარანტიას გაძლევთ, მალე კურსი მინიმუმ 4 იქნება საქართველოს ყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა გაგრძელდა, ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარი გახდება. „ლარის კურსმა ისევ მკვეთრად ვარდნა დაიწყო და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია, თუმცა საქართველოს არ ყავს მთავრობა. საქართველოს ყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით. ამ დღეებში სრულდება აგვისტოს ომის 10 წლისთავი. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ამხელა არმია დაგვესხა თავს, ასეთი უბედურება დაგვატყდა და ომის დროს და შემდგომ ჩვენ ვალუტის კურსი შევინარჩუნეთ და ჩემს დროს ის 1,64 იყო. ახლა არის ის, რაც არის და ღმერთმა არ ქნას, თუ ივანიშვილი საქართველოში გაგრძელდა, თუ თქვენ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, არ ჩაერთეთ, თუ ისევ მიეცით საშუალება, არჩევნები იყიდოს, გარანტიას გაძლევთ, რომ სულ მალე კურსი მინიმუმ 4 იქნება – მე ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ჩემს დროს იყო 1,64, ხოლო ივანიშვილის დროს მალე 4 იქნება, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები, ყველამ ვიმოძრაოთ – ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა

 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...