მთავარისიახლეებიპაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

Published on

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად – ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი, ამას ცდილობს დღეს ბრიუსელი და მათი საელჩო საქართველოში. ვხედავთ, რომ ეს არის პირდაპირი მათი ქმედებები, რომ როგორმე დაგვაზიანონ ქვეყანა და ხალხი და მათ შორის დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წევრ ქვეყნებთან. 

როდესაც ცდილობენ საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა, როდესაც ამ დონეზე ცდილობ, რომ მავნებლობა ჩაიდინო, რომ ქვეყანას დაუზიანო ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. […]

დღეს ევროკავშირი გადართული არის საქართველოს დაზიანების კურსზე. ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზიანდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში.

რომ შემობრუნდნენ და დაგვიმტკიცონ რომ ეს ასე არ არის, პირველი ნაბიჯი იქნება, რომ ევროკავშირის ელჩმა დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი.

ამბობს  შალვა პაპუაშვილი.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...