მთავარისიახლეებიევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

Published on

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის დასაჩქარებლად 50 მილიონ ევრომდე გამოყოფს. ამ დაფინანსების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ ახლა დავაჩქარებთ მუშაობას შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბზე, რომელსაც ექნება დასრულების მკაფიო ვადები და მიზნობრივი დაფინანსება 50 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა ურუსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჰაბის მთავარი ამოცანა საზღვაო მეთვალყურეობის, ინფორმაციის გაცვლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის წყალქვეშა კაბელებისა და გაზსადენების დაცვის გაძლიერება იქნება. ევროკომისიის ცნობით, პროექტი მოიცავს სატელიტურ დაკვირვებას, წყალქვეშა სენსორებსა და სადაზვერვო დრონებს.

ჰაბის ამოქმედება 2027 წელსთისაა დაგეგმილი. ჰაბისთვის განკუთვნილი 50 მილიონი ევროს გარდა, ევროკავშირი რუმინეთსა და ბულგარეთს შავ ზღვაში სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 10-10 მილიონ ევროს გამოყოფს. ფონ დერ ლაიენმა რუმინეთის დაფინანსების შესახებ 9 ნოემბერს განაცხადა, ბულგარეთის შესახებ კი – 10 ნოემბერს, ვარნაში.

საერთო ჯამში, შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროკავშირის მიერ გამოცხადებული დაფინანსება 70 მილიონ ევრომდე აღწევს. ტექტსშ ნათქვამია, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ოქტომბერში, ბულგარეთის სანაპიროსთან რუსული დრონების მიერ ოთხ სავაჭრო გემზე მიტანილ იერიშებს მოჰყვა, რის შედეგადაც ორი ხომალდი ჩაიძირა.

სიახლეები

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...