მთავარისიახლეებიუიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

Published on

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის წარმომადგენლები ჩაერთონ.

“ევროპელები მომდევნო შეხვედრას შეუერთდებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მიგვაჩნია, ვინაიდან ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და ჩვენთვის მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია”. – განუცხადა უიტკოფმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას კრემლში პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

Reuters-ის ცნობით, კრემლში გამართული მოლაპარაკებებისას კუშნერმა პუტინს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა ევროპულ მხარეს “დიდი ცვლილებები” შეამჩნია და დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაფართოება და მათში ევროპელების ჩართვა პროგრესს ხელს არ შეუშლის.

პუტინის თქმით, მოსკოვი ყოველთვის მზად იყო ევროკავშირთან უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის, თუმცა მან გადაუჭრელ უთანხმოებებზე მიუთითა.

“რაც შეეხება ევროპელებს, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან დიალოგის წინააღმდეგი და ეს დიალოგი არასდროს გაგვიწყვეტია. რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი სწორედ მათ გაწყვიტეს”. – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ევროპული იდეა სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ ომის განახლებას გამოიწვევს, რადგან რუსეთი ამას საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქვამს. რუსეთის ლიდერმა დაამატა, რომ ვაშინგტონმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან უნდა იმუშაოს, რათა გაარკვიოს, მათ უკრაინაში მშვიდობა სურთ თუ ომი.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კრემლის თანაშემწე იური უშაკოვს არ დაუდასტურებია, რომ ევროპელები სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს შეუერთდებოდნენ და განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მათი [ევროპის] ამჟამინდელი პოზიცია “დაუსრულებელი ომის რეცეპტს უტოლდება”.

მოგვიანებით სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ირლანდიაში გაემგზავრნენ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იგი მიესალმება შემდგომი მოლაპარაკებებისა და მათში ევროპის მონაწილეობის პერსპექტივას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დეესკალაციისკენ დღის წესრიგში შევა.

10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ს შუამავლობით გამართული პირველი პირდაპირი მოლაპარაკება იყო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში.

კიევმა და მოსკოვმა განაცხადეს, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა ძირითადი უთანხმოებები კვლავ რჩება, მათ შორის, ტერიტორიულ საკითხებზე. რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით ერთ მეხუთედს აკონტროლებს, კიევი კი უარს ამბობს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონის დარჩენილი ნაწილის დათმობაზე.

ცნობისთვის, მანამდე ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ აბუ-დაბიში ერთობლივი დელეგაცია გაგზავნეს, თუმცა, ევროპელი წარმომადგენლები აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდნენ. მოსკოვი პროცესში მათ ჩართვას ეწინააღმდეგებოდა და მიზეზად უკრაინისადმი ევროპის მხარდაჭერას ასახელებდა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...