მთავარისიახლეებირევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

Published on

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

„ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, თქვენც გაძევებული ხართ“, – მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით – გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც გააძევა.

„ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“. ამას „ოცნება“ მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ“, – განაცხადა კოპალეიშვილმა გვარამიას გაძევების შემდეგ.

„ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ სასამართლომ მიიღოს დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია“, -მიმართა ყოფილ მოსამართლეს ნადარაიამ.

კოპალეიშვილი აპირებს, რომ მისი და გვარამიას დაბრუნების მოთხოვნით შუამდგომლობას დააყენებდა.

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...