მთავარისიახლეებიგანგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

Published on

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა, სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას… განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ არ იგრძნობა, ეროვნული ინტერესები აღარ არის ქვეყანაში. გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა, ვისთვის შენდება ამდენი კორპუსები? ბუმია მშენებლობის მთელ საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით? ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში?…
კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა და მერე იჭერენ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეშია – პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი და სხვა მეზობელი ქვეყნები იცინიან ჩვენზე, დაგვცინიან. ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმია. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდება. თანდათანობით შემოგვაპარეს ისიც, რომ ტერმინალები დაიდგმება ეკლესიებშიო, რომ შესაწირი ტერმინალებით გადაიხადოს ადამიანმაო და ესეც კონტროლი იქნება ეკლესიის – რამდენი შესაწირი და რამდენი ვისგან არის შენაწირი ეკლესიისთვის თანხა. სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ… ჩვენ ქვეყანას სჭირდება ბრძენი ხელისუფალი“  განაცხადა მეუფე იობმა დღევანდელი ქადაგების დროს

სიახლეები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....