მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონდოლიზა რაისი : "მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა...

კონდოლიზა რაისი : “მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ”

Published on

"მე არ ვადანაშაულებდი სააკაშვილს კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ"- წერს "Washington Post"-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
 
კონდოლიზა რაისმა აგვისტოს ომიდან ათის წლის შემდეგ 2008 წლის ომი და ომის დროს სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა.
 
კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ ლავროვმა მას პირდაპირ უთხრა, რომ მოსკოვის სურვილი საქართველოს ხელისუფლების შეცვლა იყო.
 
"მესამე პირობამ, რომელიც ლავროვის თქმით, მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო, შოკში ჩამაგდო: მან მითხრა: მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს. ლავროვს ვუთხარი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვერ ექნებოდათ საიდუმლო საუბარი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობის შესახებ და რომ ამ მოთხოვნის შესახებ ყველას ვაცნობებდი. ის განრისხებული იყო, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და რუსეთის ნამდვილი მოტივი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩა და ქართული დემოკრატია გადარჩა " – წერს კონდოლიზა რაისი.
 
როდესაც რუსეთმა საქართველოში სრულმასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში ყურადღება საქართველოს დედაქალაქსა და კანონიერად არჩეული საქართველოს მთავრობის დაცვაზე მიაქცია. კონდოლიზა რაისი იხსენებს, რომ ბუშის ადმინისტრაციაში ნამდვილად აცნობიერებდნენ საქართველოში რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხეს და ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულიდან, გერმანიასთან ერთად, ცდილობდნენ მოლაპარაკებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში მზარდი დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...