დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს, და ლიდერები, რომლებიც მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.
ეს შედეგები შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში – მათ შორის ისეთ რაიონებშიც კი, რომლებიც ერთ დროს უპერსპექტივოდ მიიჩნეოდა – გამორჩეული კანდიდატები წამოვიდნენ წინ. ისინი სხვადასხვა წარმომავლობის იყვნენ და წარადგენდნენ პოლიტიკური შეხედულებების ფართო სპექტრს, მაგრამ აერთიანებდათ საერთო ღირებულებები, საჯარო სამსახურის რწმენა და ერთგულება, რომ თავიანთი ოლქებისა და შტატების ხალხი პირველ ადგილზე დაეყენებინათ.
ჩვენ ასევე მადლობლები ვართ ორივე პარტიის ათასობით საარჩევნო ოფიცრისა და მოხალისის, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მშვიდი არჩევნების ჩატარებას და შეასრულეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი ფუნქცია.
მიუხედავად იმისა, ამ ადმინისტრაციას ხელისუფლებაში კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, შევუდგეთ საქმეს, განვახორციელოთ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და საფუძველი ჩავუყაროთ მომავალს” – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა X-ზე.
აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით დემოკრატიულმა პარტიამ სენატში სულ მცირე 52-მდე ადგილის მოპოვება შეძლო. დემოკრატებს უმრავლესობის (მინიმუმ 51 ადგილის) მოსაპოვებლად სულ მცირე 4 მანდატის გადაწევა სჭირდებოდათ, რაც მათ წარმატებით განახორციელეს ისეთ შტატებში გამარჯვებით, როგორიცაა კანზასი, ჩრდილოეთ კაროლინა და ტეხასი.