მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა – საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ “საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს”.
“პოლიტიკური გეგმები არ მაქვს” – განაცხადა მან “პირველების” კითხვის საპასუხოდ.
საპატიმრო დატოვა „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა ბერიძემაც.
საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.