მთავარისიახლეები"ოცნების" დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა - TI

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

Published on

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო და 23 დღეში 41.1 მილიონი გაიფორმა”- ამის შესახებ “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერს.

TI-ის ინფორმაციით, შპს Construction Service-მა სექტემბერ-ოქტომბერში სახელმწიფო ტენდერებიდან ყველაზე მსხვილი, 41.1 მილიონი ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გაიფორმა. აქედან ორი ტენდერი სრულიად უკონკურენტოდ მოიგო:

27.9 მილიონი ლარი „საქართველოს მელიორაციისგან“ ფოთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის (უკონკურენტოდ).
5 მილიონი ლარი თბილისის მერიისგან ქალაქში საყრდენი კედლების მოსაწყობად (უკონკურენტოდ).
8 მილიონი ლარი ისევ თბილისის მერიისგან მტკვრის სანაპიროზე კედლის სარეაბილიტაციოდ.
“საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველო” აღნიშნავს, რომ კომპანიის მფლობელებს შორის არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გივი კუბლაშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ცვარიანი. მათ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 359 000 ლარი აქვთ შეწირული.

პარტიული ლოიალობა მათთვის ძალიან მომგებიანია. 2014 წლიდან კომპანიამ ჯამში 266 მილიონ ლარზე მეტის 73 ტენდერი და 9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. მეტიც, 2023 წელს მოგებული 60.5 მილიონიანი ტენდერის ღირებულება, რომელიც ახალი ავტობაზის მშენებლობას გულისხმობდა, მერიამ 2026 წლის სექტემბერში დამატებით 6 მილიონი ლარით (ზუსტად 10%-ით) გაუზარდა, სამუშაოების ვადა კი 2 წლით გადაუწია.

საქართველოში ბიუჯეტის ფულით ყოფილი ჩინოვნიკები და მმართველი პარტიის სპონსორები მდიდრდებიან”- აღნიშნავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...