მთავარისიახლეებიუკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

Published on

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, “სლავნეფტ-იანოსზე”, მიიტანეს იერიში. თავდასხმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

გამოცემა Astra-ს ინფორმაციით, თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში სულ მცირე შვიდი ხანძრის კერა ჩანს, მათ შორის ხუთი დიდი და ორი შედარებით მცირე.

იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის, მიხაილ ევრააევის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, საწარმოს ორი თანამშრომელი კი ნამსხვრევებით დაიჭრა.

მისივე თქმით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა რამდენიმე მრავალბინიან და კერძო საცხოვრებელ სახლს ფანჯრები ჩაულეწა, ასევე დაზიანდა ავტომობილები.

“სლავნეფტ-იანოსი” რუსეთის სიდიდით მეხუთე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. საწარმოს ყოველწლიურად 15 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...