მთავარისიახლეებითვალსაზრისიცოტნე გამსახურდია: ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსული ფიგურების გააქტიურება სამეგრელოსთან, ამ მრავალტანჯულ...

ცოტნე გამსახურდია: ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსული ფიგურების გააქტიურება სამეგრელოსთან, ამ მრავალტანჯულ კუთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა კონტექსტში

Published on

 

ცოტნე გამსახურდია მიიჩნევს, რომ რეგიონალური კულტურა უნდა ვითარდებოდეს. ამის შესახებ გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამეგრელოსა და საქართველოს რომელიმე სხვა კუთხის პოლიტიკურ ჭრილში მოხსენიება დიდი საფრთხეების მატარებელია.  

 

„ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსული ფიგურების გააქტიურება ამ მრავალტანჯულ კუთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა კონტექსტში და ძნელი 

მისახვედრი  არ  უნდა  იყოს  იმ  გეგმების  გაცოცხლება,  რაც  ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მუშავდებოდა ჩეკაში.

 

მე პირადად სრულებით არ გახლავართ ულტრაკონსერვატორი ამ საკითხში, ისევე როგორც სხვებში, მოგეხსენებათ… მიმაჩნია, რომ მეგრული ენა უნდა 

ისწავლებოდეს, ვითარდებოდეს. აქ დაუშვებელია რაიმე შეზღუდვა და ეს 

მხოლოდ ნეგატიურ ეფექტს გამოიღებს. 

უნდა ვითარდებოდეს რეგიონული კულტურა, ისტორიკოსები და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლები უნდა იძიებდენ 

დედასაქართველოსთან სამეგრელოს პოლიტიკურ და კულტურულ 

კავშირებს… 

იმედია, პირველად არ გესმით, რომ ისტორია პირველ რიგში პოლიტიკური 

მეცნიერებაა, ხოლო ეროვნება – პოლიტიკური შეგნების,  და არა – სისხლისმიერი ნათესაობის ფენომენი.

 

თუმც არის ერთი "მაგრამ":  ადამიანი, რომელიც "მეგრელობას", "მეგრელ ხალხს", "მეგრულ მიწას" პოლიტიკურ დისკურსში ახსენებს და 

გაუკეთებს აქცენტირებას, ჩათვალეთ, რომ მას ბომბი მოაქვს თქვენს 

სახლში! 

არც ის დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებითსამეგრელოს გააჩნია მთელი რიგი ნიშნები – ენა, ტერიტორია, ზღვაზე 

გასასვლელი, საზღვარი არცთუ კეთილგანწყობილ უცხო ქვეყანასთან და ამ 

ქვეყნის სპეცსამსახურების საუკუნოვანი ინტერესი დაგამოცდილება 

მეგრულ  სეპარატიზმზე მუშაობისა! აი, ამით განსხვავდება ლაპარაკი სამეგრელოზე იმავ კახეთზე თუ იმერეთზე ან გურიაზე ლაპარაკისგან… ვინც უნდა იყოს ეს მოლაპარაკე – გაბედავა, ბურჭულაძე, ჭაჭია თუ  ჭ…ა."– წერს გამსახურდია. 

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...