მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდან შეეძლებათ

აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდან შეეძლებათ

Published on

აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება 9 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.„9 აგვისტოდან დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. ფასიანია აპელაცია, 50 ლარია შესატანი. ონლაინ აკეთებს განაცხადს აბიტურიენტი და იმ შემთხვევაში, თუკი ნაშრომის შეფასება შეიცვლება, აბიტურიენტს თანხა უბრუნდება. აპელაციის შემდეგ გამოქვეყნდება სტატისტიკური ანალიზი თითოეულ საგანში, საბოლოო შედეგები და შემდეგ უკვე გამოქვეყნდება, თუ ვინ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება“, – განაცხადა ივა მინდაძემ. უკვე ცნობილი გახდა ლიტერატურის გამოცდის შედეგებიც და ამით დასრულდა ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება. ივა მინდაძის თქმით, ლიტერატურის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 90%-მა გადალახა. 
„3000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა ლიტერატურის გამოცდა. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით 90%-მა გადალახა ზღვარი“, – განაცხადა ივა მინდაძემ.  

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...