მთავარისიახლეებიმსოფლიოსანამ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ...

სანამ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ – მარტა კოსი

Published on

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან.

სანამ ისინი წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. ბევრი სფეროა, სადაც დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.

კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო”, [IPN] – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

სიახლეები

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...

Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს

სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ: „სამწუხაროდ...

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...