მთავარისიახლეებისამართალიკორცხელის საქმეზე ბრალდებულები ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

კორცხელის საქმეზე ბრალდებულები ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

Published on

 ზუგდიდის სასამართლომ ორცხელის საქმეზე ბრალდებული სპორტსმენები დამნაშავედ ცნო. გიორგი გოგიძეს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი გიგაურს 4000 ლარის, ნოშრევან წურწუმია – 5 ათასი ლარი. კობა ტყეშელაშვილს – 6000, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 7000 ლარის. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. კორცხელის საქმეზე ექვსი სპორტსმენი იყო ბრალდებული. ერთი, გიორგი ტყემალაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ოთხს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მეორე ნაწილის ა" ქვეპუნქტით, ვლადიმერ გეგეშიძეს კი ამავე მუხლის მესამე ნაწილით.2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს. 
 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...