მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებთ - გრიგოლ ვაშაძე...

შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებთ – გრიგოლ ვაშაძე ოკუპაციაზე

Published on

"შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებთ,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, გრიგოლ ვაშაძემ აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.გრიგოლ ვაშაძემ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთის გეგმას 2008 წელს საქართველოს განადგურება წარმოადგენდა.„სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმა რუსეთის ფედერაციის იყო პირდაპირ მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებაზე, ჩვენი არმიის და ჩვენი ხალხის, უპირველეს ყოვლისა, შემდეგ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევით ეს გეგმა ჩაეშალათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს უნდა დავივიწყოთ, არასდროს არ დავივიწყებთ, შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებთ,“ – განაცხადა ვაშაძემ.
5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა ათას 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...