მთავარისიახლეებიმარკო რუბიო - რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა...

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული სამხედრო გამარჯვებით

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამად არ არსებობს.

“საქმე ისაა, რომ ამ მომენტისთვის შეთანხმება არ გვაქვს. არადა, ამის გაკეთება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა. ეს ომი არცერთი მხარისთვის არ არის სასიკეთო. ცხადია, ის არც უკრაინისთვისაა კარგი და რუსეთისთვისაც საშინელებაა. ვგულისხმობ იმას, რომ ამ ომში მათ საქმე კარგად არ მისდით. ამიტომ, მისი შეწყვეტა სრულიად ლოგიკური იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკასა და მსგავს საკითხებში ყოველთვის ის არ ხდება, რაც ლოგიკურია”, – აღნიშნა რუბიომ WABC-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომ აშშ მზადაა, ხიდი გადოს ორ მეომარ მხარეს შორის. “სწორედ ამიტომ თქვა პრეზიდენტმა, რომ კვლავაც მზად ვიქნებით ჩავერთოთ პროცესში – სადაც კი შესაძლებლობა იქნება, დადებითი გავლენა მოვახდინოთ და ხიდი გავდოთ ამ ორ მხარეს შორის, პრეზიდენტი ამისათვის მზადაა. ჩვენ ამის მცდელობას არ შევწყვეტთ. თუმცა, ცხადია, დღეს არსებული ვითარება განსხვავებულია. იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება და ვფიქრობ, საბოლოოდ ასეც მოხდება”, – აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების გზით, შეთანხმებით დასრულდება.

“ეს ომი ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება. სწორედ ასე დასრულდება ის. ის არ დასრულდება რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული რაიმე სახის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვებით; დასრულდება მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება”, – აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ განაგრძობს ომის ორივე მხარესთან ურთიერთობას და მუდმივად ეძებს შესაძლებლობას ან გზას რეალური შედეგის მისაღებად.

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...