მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში. როპგორც “ოდიშინიუსს” ზუგდიდის რესურსცენტრში განუცხადეს, ამ ეტაპზე სულ 4 სკოლის დაცლა მოხდა.

“სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდა ამ სკოლების გაყვანა, ზოგიერთი მათგანი ექვემდებარება რეაბილიტაციას, ხოლო ზოგი სკოლა ახალი უნდა აშენდეს. არც ერთი სკოლა არ დახურულა, ეს არის არასწორი ინფორმაცია, სხვა სკოლებში გადავიდნენ და იქ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ჯერ არ ვიცით, კიდევ დაემატება თუ არა ამ სკოლებს.”- გვითხრა ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ბულიამ. კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სკოლების შეკვეცა და შეერთება, მამუკა ბულიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, ჩვეულებრივად დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს შეკედლებული სკოლები შენობების რეაბილიტაციისა თუ ახლის აშენების შემდეგ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 51 სკოლაა. ამჯერად 4 სკოლა სხვა სკოლებში  აგრძელებს სასწავლო პროცესს, ესენია:   ჩხორია, შამგონა, კორცხელი და ჭკადუაში.

სიახლეები

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...