მთავარისიახლეებისაქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო -...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

Published on

“ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის და მათ შორის რუსეთის წინაშე. ის ისტორიული ფაქტი კი დანამდვილებით ვიცით,თუ როგორ უღალატა რუსეთიდან საქართველოში “დასახმარებლად” გამოგზავნილმა გენერალმა ტოტლებენმა ქართველებს ასპინძის ბრძოლაში და დახმარების ნაცვლად დედაქალაქის დაკავება განიზრახა.ამისათვის,სულმნათმა მეფე ერეკლემ კუდით ქვა ასროლინა! P.S. საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!” | წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში.

სამოქალაქო აქტივისტმა თორნიკე რაზმაძემ გუშინ განაცხადა, რომ მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის გინების გამო სასამართლოში იბარებენ. რუსი პროპაგანდისტების შეურაცხყოფის საბაბით, სამოქალაქო აქტივისტს შსს-მ საქმე აღუძრა. პუტინისტების ვიდეოს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ქართველები მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან რუსებს მფარველობას, რაზმაძემ გინებით უპასუხა. ამის გამო მას ახლა ჯარიმა, ან პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

კანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა კიევს...

რუსეთი რთულ დროში მუდამ საქართველოს გვერდით იდგა-ფარცხალაძე

რუსეთი მუდამ იყო საქართველოსთან ყველაზე რთულ დროში, როცა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. დღეს როგორც...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...