მთავარისიახლეებიჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება... ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

Published on

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს რეკონსტრუქციულ ოპერაციას და იმპლანტაციას, ასევე მაქვს თვალთან დაკავშირებული პრობლემები და მჭირდება ქუთუთოს/პტოზის ოპერაცია.
ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ბრძოლა მხოლოდ ჯანმრთელობის აღდგენისთვის აღარ მიწევს. საფრანგეთში მითხრეს, რომ თუ რეკონსტრუქციულ ოპერაციას პლასტიკური ქირურგი ჩაატარებს და არა ნეიროქირურგი, ამ ოპერაციის დაფინანსების საკითხი პრობლემური ხდება/შეიძლება არ დაფინანსდეს. ჩემი მდგომარეობა კი პირდაპირ უკავშირდება თავის ქალისა და თავის ტვინის მიდამოს მძიმე ტრავმას და ამიტომ საჭიროებს შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობას.
მე ვითხოვ შესაძლებლობას, აღვიდგინო ის, რაც ძალადობის შედეგად დავკარგე
ეს არის იმ ძალადობის კვალი, რომლის გამოც დღესაც მიწევს ოპერაციებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ელემენტარული სამართლიანობისთვის
მე ვხედავ იმ ხელისუფლების ხელწერას, რომლის მმართველობის პირობებშიც მოქალაქის სხეულზე დარჩენილი ჭრილობაც კი შეიძლება წლების განმავლობაში უპასუხოდ დარჩეს.
ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს. თვალის მდგომარეობის გაუმჯობესებაც შესაძლებელია, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება.
ეს არის ჩემი ისტორია. ეს არის ჩემი სხეულის მტკიცებულება. და ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მე მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო.“ – წერს 2024 წლის 3 დეკემბერს აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

სიახლეები

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...