მთავარისიახლეებიმეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

Published on

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა. ასევე, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
 “უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.naec. ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება.”  ნათქვამია ინფორმაციაში.
 სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, მეორადი ჩარიცხვა 1 795 აბიტურიენტს შეეძლება

სიახლეები

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...