მთავარისიახლეებიუნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

Published on

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის ათ თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

“უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 თანამშრომელი ქვეყანაში ეწეოდა საქმიანობას, რომელიც ვენის კონვენციის მიხედვით დიპლომატისთვის მიუღებელია. ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს იცავს.” – თქვა ორბანმა.

მინისტრს თანამშრომლების საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ქვეყნის დატოვების ვადა არ დაუსახელებია. ამასთან, მისი თქმით, გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს და ბუდაპეშტი მოსკოვთან დიალოგს გააგრძელებს.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “ბუდაპეშტის რუსოფობიურ ლობის მკაცრი და მტკივნეული პასუხი გაეცემა.”

ეს უნგრეთის ახალი მთავრობის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნაბიჯია. პრემიერმინისტრ პეტერ მადიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბუდაპეშტმა EU-სა და უკრაინასთან ურთიერთობების აღდგენა დაიწყო და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისა და გლობალური წესრიგისთვის საფრთხედ დაახასიათა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ გადაწყვეტილება “დროულ და გონივრულ ნაბიჯად” შეაფასა და თქვა, რომ ეს უნგრეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

სიახლეები

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...