მთავარისიახლეებისამართალი,,ნინო გვენეტაძე სრულად ჯანმრთელია“ - აცხადებს დეკანოზ გაიოზმამალაძის ადვოკატი მიხეილ...

,,ნინო გვენეტაძე სრულად ჯანმრთელია“ – აცხადებს დეკანოზ გაიოზმამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

Published on

პარალელურ რეჟიმში მოხდა საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმა და მეორე დღესვე ნინო გვენეტაძის გადადგომა, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. 
 
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის წინააღმდეგი იქნებოდა, თუმცა, ის სავარაუდოდ უმცირესობაში იყო. „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი უტყუარი ფაქტი დადასტურდა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. არ არსებობს სასამართლო“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. 
 
მისივე თქმით, ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საკასაციო საჩივარი, პარალელურ რეჟიმში, მეორე დღესვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა. „ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ჩვენი საკასაციო სარჩელი, პარალელურ რეჟიმში მეორე დღესვე ძალიან უსაფუძვლო არგუმენტაციით ნინო გვენეტაძე გადადგა, ძალიან დიდ ეჭვს ბადებს. ნინო გვენეტაძე სრულად ჯანმრთელია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...