მთავარისიახლეებისაზოგადოებამაია მიმინოშვილი კანონს არღვევს- TI-ს კვლელის მიხედვით მის საქმიანობაში კორუფციისა და ნეპოტიზმის...

მაია მიმინოშვილი კანონს არღვევს- TI-ს კვლელის მიხედვით მის საქმიანობაში კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება

Published on

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დეკლარაცია „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მაია მიმინოშვილის შემოსავლები შეისწავლა და დაადგინა, რომ საჯარო მოხელე კანონს არღვევს.მაია მიმინოშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხელფასიდან წლიური შემოსავალი 149 ათას ლარზე მეტია, ანუ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს, ანაზღაურება თვეში 12 ათას ლარზე მეტი აქვს. ეს მხოლოდ მითითებული შემოსავლებია, ოჯახური ბიზნესის დიდი წილი კი დოკუმენტში არ ჩანს.ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მასში კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება. კვლევის მიხედვით, მაია მიმინოშვილის ვაჟი ალექსანდრე ყანჩაველი შპს „არქი დეველოპმენტში” 14 %-იან წილს 2013 წლიდან ფლობს, თუმცა, ეს ფაქტი მიმინოშვილს არცერთ დეკლარაციაში მიუთითებია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევიდან ირკვევა, რომ მაია მიმინოშვილის შვილი და რძალი კონკურსის გარეშე, წლების განმავლობაში გამოცდების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ.არასამთავრობო ორგანიზაციებში მიმინოშვილისთვის გადახდილი თანხა დაითვალეს და დაადგინეს, რომ 2010 წლიდან დღემდე მის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე უკვე ჩარიცხულია.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...