მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისა პროცესში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ორი ადამიანია დაკავებული.

ჩხრეკა თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, სადაც 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – ,,მარიხუანა” და ,,მეთადონი” იპოვეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა“ – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა, მან კი ეს ნარკოტიკული საშუალება დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა – შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“.

ერთი დღით ადრე, 29 აგვისტოს, დაურ ბუავას საქმეზე პოლიციამ უცხო ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა – განსაცდელში მიტოვების ბრალდებით.

გამოძიების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომლის ცხედარიც სამართალდამცავებმა თბილისში, საკუთარ სახლში, 27 აგვისტოს აღმოაჩინეს, არ ეთანხმება ბლოგერის ადვოკატი, ნათია მეზვრიშვილი.

ის საქმეში დაურ ბუავას მეგობრების თხოვნით ჩაერთო.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს და ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია საგამოძიებო ორგანო.

რადიო თავისუფლება

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...