მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ხურავენ?

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ხურავენ?

Published on

დღეს გავრცელდა ინფრომაცია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლის შესახებ
 
ამ ინიციატივაზე მსჯელობას ადასტურებს “ქართული ოცნების”  წევრი უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე, განხილვების არსებობას კი აჭარის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე. 
 
ცოტნე ანანიძემ უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს ეს ინიციატივა ჯერ კიდევ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების დროს გააცნო. დეპუტატი ფიქრობს, რომ აეროპორტის გადატანის შემთხვევაში, აჭარის მთავრობა გზატკეცილს, საინვესტიციო მიმართულებით უფრო მიმზიდველს გახდის.
 
 
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლო დახურვასა და მის სხვა ადგილას გადატანას გამორიცხავს. სამინისტროში აცახდებენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.
 
რაც შეეხება სხვა, ახალი აეროპორტების აშენებას, იგივე სოფელ მერიაში, სამინისტრო ამას სამომავლოდ არ გამორიცხავს.
 
„მომავალში გამორიცხული არ არის სხვა პროექტების განხილვა, თუმცა ეს მხოლოდ მყარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგად მოხდება", – ამბობენ სამინისტროში.  
 

სიახლეები

იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა-პაპუაშვილი

ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, და...

,, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“ — ფიშერის პასუხი კალაძეს

თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი...

თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების...

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...